მე–3 დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა
04/04/2020 19:03:17 მსოფლიო
მე–3 დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. დღეს, 4 აპრილს ქვეყანაში ვირუსმა 681 ადამიანი იმსხვერპლა და 4 805 დაინფიცირდა. 3 აპრილს დაავადებამ 766 პირი შეიწირა და 4 585 დაინფიცირდა, 2 აპრილს კი – 760 გარდაიცვალა და 4 668 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებამ 15 362 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 124 632 , გამოჯანმრთელებულია 20 996.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 60 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 130 000–ს გადააჭარბა, 235 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.


