Accentnews.ge
ანტონიო გუტიერესი: „ყველაზე უარესი წინაა!"

ანტონიო გუტიერესი: „ყველაზე უარესი წინაა!"

04/04/2020 06:51:37 მსოფლიო

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი მსოფლიოს ქვეყნებს გლობალური ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის სახელმწიფოებს თხოვს, ომით დაზარალებულ ქვეყნებში ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის დროს ხელში იარაღი აღარ აიღონ.

„ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის: ახლა COVID-19-ის ქარიშხალი კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება..ვირუსმა აჩვენა როგორ მოძრაობს საზღვრებს მიღმა, ანადგურებს ქვეყნებს და მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა დავადუმოთ იარაღი და მშვიდობის ხმა აღვიმაღლოთ. ეს ის დროა, როცა უნდა გაჩერდეთ. მორალურად მიუღებელია ამ კონფლიქტების გაგრძელება“,- აღნიშნა გუტიერესმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S