თურქეთში 31 ქალაქი ჩაიკეტა
04/04/2020 06:43:41 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც 20 წლამდე მოქალაქეებზე ვრცელდება.
3 აპრილს ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩაიკეტება 31 ქალაქი, სადაც მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მანქანები შეძლებენ შესვლას. ქალაქებს შორისაა ქვეყნის ორი საკვანძო ქალაქი, სტამბოლი და ანკარა.
ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 424-ს მიაღწია.


