უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა
03/04/2020 20:05:06 მსოფლიო
უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის პაციენტთა რეკორდულ რაოდენობას – 175 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 27 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 1072, გამოჯანმრთელებულია 23.
უკრაინაში 24 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.


