Accentnews.ge
რუსეთის ეკლესია არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს

რუსეთის ეკლესია არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს

03/04/2020 18:11:57 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო ლიტურგიისთვის თვალის დევნება ტელევიზიით მოუწევს, - ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ ილარიონმა (ალფეევმა) განაცხადა.

თავად სააღდგომო ლიტურგია არ გაუქმდება.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პატრიარქი კირილი მრევლს მიმართავს განმარტებით იმის შესახებ, როგორ იქნება ორგანიზებული პანდემიის პირობებში ღვთისმსახურება. წირვა-ლოცვებზე მრევლის წევრთა დაშვების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე, - განაცხადა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ზიარება უახლოეს ხანებში ტაძრებში არ იწარმოებს, - აღნიშნა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში ღვთისმსახურთან წინასწარი მოლაპარაკებით შესაძლებელი იქნება აღსარება სატელეფონო ან სკაიპ-კავშირით.

მიტროპოლიტმა ილარიონმა მორწმუნეებს მოუწოდა, “პანიკას არ აჰყვნენ და საკარანტინო პერიოდი რწმენის შეცნობისა და ერთმანეთისთვის ლოცვისთვის გამოიყენონ”. ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, 18-დან 19 აპრილის ღამეს სააღდგომო ღვთისმსახურება დახურულ ტაძრებში შესრულდება. ამგვარად – მრევლის გარეშე სრულდება იგი ახლაც. საზეიმო ცერემონიები უფრო გვიანი პერიოდისთვის გადაიდო.​

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S