იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა
03/04/2020 16:43:41 მსოფლიო
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა.
დღეს ქვეყანაში ვირუსმა 766 ადამიანი იმსხვერპლა და 4 585 დაინფიცირდა, გუშინ კი – 760 გარდაიცვალა და 4 668 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებამ 14 681 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 119 827 , გამოჯანმრთელებულია 19 758.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.


