
ლილოში, ერთ-ერთ ბაზრობაზე ხანძარია
06/06/2019 19:09:45 სხვა, სამართალი
ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე ხანძარია.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. ჩინელების ბაზარში გაჩნდა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.