Accentnews.ge
გერმანიაში ფეხბურთის ყველაზე დიდი სტადიონი საავადმყოფოდ გადააკეთეს

გერმანიაში ფეხბურთის ყველაზე დიდი სტადიონი საავადმყოფოდ გადააკეთეს

03/04/2020 14:29:32 მსოფლიო

გერმანიაში ფეხბურთის ყველაზე დიდი სტადიონი Westfalen ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო ცენტრად გადააკეთეს.

„ჩვენი სტადიონი მდებარეობს ქალაქ დორტმუნდში და მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ყველასთვის დამაკავშირებელი ადგილია. ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და სივრცითი პირობების წყალობით, ეს არის იდეალური ადგილი აქტიურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ. ჩვენი მოვალეობა და სურვილი, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთული ვითარების დროს“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ „დორტმუნდის ბორუსიის“ მმართველმა დირექტორებმა ჰანს-იოაჩიმ უოტკემ და კარსტენ კრამერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. დაავადებით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბოლო ერთ კვირაში 0,4%–დან 1,2%–ს მიაღწია.

ამ დროისთვის გერმანია ევროპის სხვა ქვეყნებთან (იტალია – 11,7%; ესპანეთი – 8,7%; დიდი ბრიტანეთი – 7,11% და საფრანგეთი – 6,6 %) შედარებით, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსმა 1 107 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 84 794, გამოჯანმრთელებულია 22 440.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S