Accentnews.ge
„კორონავირუსი საუბრითაც შეიძლება, გავრცელდეს, ამიტომ პირბადე ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს სოციალურ დისტანცირებას“

„კორონავირუსი საუბრითაც შეიძლება, გავრცელდეს, ამიტომ პირბადე ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს სოციალურ დისტანცირებას“

03/04/2020 13:45:51 მსოფლიო

„იმისთვის, რომ ადამიანი ახალი კორონავირუსით არ დაინფიცირდეს, მთავარია, დავიცვათ სოციალური დისტანცირება“, – ამის შესახებ აშშ–ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„უკანასკნელი ინფორმაციით, კორონავირუსი დახველების და დაცემინების გარდა, შესაძლოა, საუბრითაც გავრცელდეს. ამიტომ მთავარია, დავიცვათ 2–მეტრიანი დისტანცია. პირბადის ტარება, არ ათავისუფლებს ადამიანს სოციალური დისტანცირებისგან. გულწრფელად რონ ვთქვათ, ეს სადღეისოდ ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც ეფექტურია“, – განაცხადა ფაუჩიმ და მოსახლეობას განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან გამოსვლისგან თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 6 098 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 245 442, გამოჯანმრთელებულია 10 411.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S