ნიუ–იორკის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალ კვირაში ქალაქი სასუნთქი სისტემების მარაგს ამოწურავს
03/04/2020 12:52:19 მსოფლიო
ნიუ–იორკის მერი ბილ დე ბლაზიო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალ კვირაში მეგაპოლისი სასუნთქი სისტემების მარაგს ამოწურავს, რაც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.
CNN-ის თანახმად, მერი ვარაუდობს, რომ 7 აპრილი შემდეგ პაციენტთა რიცხვი გაიზრდება, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სასუნთქი აპარატებით უზრუნველყოფა დასჭდირებათ. ამჟამად კი, მსგავსი პაციენტების რაოდენობა 5 ათასს შეადგენს.
ბილ დე ბლაზიო მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გასვლის დროს პირბადეები გამოიყენონ ან სოციალური დისტანცია დაიცვან.
აშშ-ში კორონავირუსით 245 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაიღუპა 6 ათასზე მეტი.


