ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა
03/04/2020 11:25:36 მსოფლიო
ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა.
დღეს ქვეყანაში ვირუსმა 932 ადამიანი იმსხვერპლა და 7 472 დაინფიცირდა, გუშინ კი – 950 გარდაიცვალა და 8 102 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში დაავადებამ 10 348 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 112 065, გამოჯანმრთელებულია 26 743.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.


