
თურნავა: „მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა, რომ „აგარის შაქარი“ ორიოდ თვეში მწყობრში ჩადგეს“
03/04/2020 09:34:45 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, არის მზადყოფნა, რომ „აგარის შაქრის“ ქარხანა ორ თვეში სრულად ჩადგეს მწყობრში და 500–მდე პირი შემოსავალს მიიღებს.
„გვაქვს შესაძლებლობა, რომ მხოლოდ საკუთარი რესურსით და ამ ერთი წარმოების მუშაობის [აგარის შაქრის კომბინატი] განახლებით, 50%–მდე უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზრის შაქარზე მოთხოვნილება. ვმუშავეთ ინვესტორებთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ, დავიწყოთ განახლება, დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რომ სულ ორიოდ თვეში ეს ქარხანა მწყობრში ჩადგეს. ყველაფერთან ერთად ეს 500–ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს. 500–ზე მეტი ოჯახი მიიღებს შემოსავალს. ასეთი მაგალითები მრავლად იქნება“,– განაცხადა თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.