Accentnews.ge
გახარია განმარტავს, ვის ექნება ონლაინ გაყიდვების განხორციელების უფლება

გახარია განმარტავს, ვის ექნება ონლაინ გაყიდვების განხორციელების უფლება

03/04/2020 08:29:59 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, .ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. ამის შესახებ გახარიამ ონლაინ გაყიდვების კონტექსტში ისაუბრა.

მისივე თქმით, მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

„გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო მაგალითად ეკონომიკური ღონისძიებების თვალსაზრისიით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და შევზღუდეთ გარკვეული აქტივობები მიტანის სერვისებთან დაკავშირებით. ყველამ მკაფიოდ უნდა გაიგოს ერთი რამ, მათ შორის მიტანის სერვისები, რომლის განვითარებას ქვეყანაში მივესალმებით, უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, რომელსაც გვიდგენს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, ექნება საშუალება გააგრძელოს ფუნქციონირება.

ამ ნაწილზე საუბრის დასასრულს მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მერე ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად აქ პრიორიტეტების დაყენება არ იქნება სწორი, ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S