Accentnews.ge
რუსეთმა აშშ-ისთვის “ჰუმანიტარული დახმარების” მიყიდვა აღიარა

რუსეთმა აშშ-ისთვის “ჰუმანიტარული დახმარების” მიყიდვა აღიარა

03/04/2020 08:03:44 მსოფლიო

რუსეთმა აღიარა, რომ აშშ-მა მისგან “ჰუმანიტარული დახმარება” იყიდეს.

შტატებში ჩატანილი სამედიცინო აღჭურვილობის ღირებულების ნახევარი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა დაფარა, მეორე ნაწილი – ამერიკულმა მხარემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა აშშ-ში კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკით დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა, 30 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

რუსული სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობებს ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული თვითმფრინავის თაობაზე. ТАСС-ი კი პუტინის პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერდა, რომ «რუსეთმა აშშ-ს დახმარება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე შესთავაზა და პრეზიდენტმა ტრამპმა იგი მადლიერებით მიიღო».

თავად ტრამპმა განაცხადა, რომ «რუსეთმა გაუგზავნათ ძალიან ძალიან დიდი თვითმფრინავი სამედიცინო აღჭურვილობით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო».

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული “ჰუმანიტარული დახმარება” უსასყიდლო არ ყოფილა.

«30 მარტს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკული მხარე დათანხმდა აუცილებელი სამედიცინო მარაგების შესყიდვას, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების ჩათვლით», — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ცალკე განცხადებას გააკეთებდა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც აშშ-ში რუსულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა Ан-124 «Руслан» ჩაიტანა, ძირითადად ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისგან შედგებოდა.

ამის შესახებ სააგენტო “ТАСС”-ს გაერო-ში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განუცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა აშშ-ს გადასცა ის ნივთები, რომლებიც ადგილობრივ მედიკოსებს აკლდებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S