
ახალქალაქში ინციდენტი მოხდა, დაკავებულია ორი პირი
06/06/2019 14:38:42 სხვა, სამართალი
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამო ორი პირი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შსს კი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ძალოვანი უწყება ირწმუნება, "სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლი შეაჩერეს. მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს: მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (სსკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“.