რატომ არის სომხეთში ბევრად მეტი ინფიცირებული, ვიდრე საქართველოში? - მინისტრის პასუხი
03/04/2020 06:29:28 მსოფლიო
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რატომ არის სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბევრად მეტი ინფიცირებული, ვიდრე საქართველოში.
«ბედნიერი შემთხვევითობით საქართველოში ინფექცია არ დაფიქსირებულა ისეთ საწარმოებში, სადაც 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ან 100-კაციან ბანკეტებზე. ამაშია ამხელა სხვაობის მიზეზი», - განაცხადა ტოროსიანმა.
«ორივე მხარე ვირუსთან საბრძოლველად პრაქტიკულად ერთნაირ მექანიზმებს იყენებს. საქართველოს, ისევე, როგორც სომხეთს, ამ დროისთვის უწინდელი ტურისტული ნაკადი არ აქვს. საქართველოში ყველა შიდა გზა გადაკეტილია. ასეთივე სურათი გვაქვს სომხეთშიც, გამონაკლისს მხოლოდ სამშობლოში მომავალი ჩვენი მოქალაქეები წარმოადგენენ»,- დასძინა ტოროსიანმა.
• სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 663 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 33 მოქალაქე, გარდაიცვალა 7 პაციენტი.
• საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიციფების შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი. ორი ინფიცირებული ავსტრიის მოქალაქეა და მათ ქვეყანა უკვე დატოვეს. ლეტალური შემთხვევები საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა.


