აშშ–ში ნიღბების ძვირად გაყიდვის გამო მამაკაცი დააკავეს
03/04/2020 06:20:33 მსოფლიო
აშშ–ში, ბრუკლინში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ნიღბებს ძვირად ყიდდა. მან სახლში მისულ ძალოვანებს განუცხადა, რომ არ მიახლოვებოდნენ, რადგან ახალი კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მამაკაცი ცრუობდა.
FBI- მ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას 192 000 რესპირატორი N95 და სხვადასხვა სახის სამედიცინო მასალა ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის მამაკაცი ნიღბებს დადგენილ ფასზე 7–ჯერ უფრო ძვირად ჰყიდდა.
აშშ-ს ჯანმრთელობის დეპარტამენტმა ჩხრეკისას ამოღებული ნიღბები და სამედიცინო მასალა ნიუ–იორკისა და ნიუ ჯერსის საავადმყოფოების მედპერსონალს დაურიგა.


