საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება
03/04/2020 05:40:15 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- თურქეთი: 18 135ინფიცირებული, 356 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 400 ინფიცირებული, 5 გარდაცვლილი
- სომხეთი: 663 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი
- რუსეთი: 3 548 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. 134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.


