Accentnews.ge
ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელებს მოუწოდებს, სახლიდან გასვლისას პირბადე გამოიყენონ

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელებს მოუწოდებს, სახლიდან გასვლისას პირბადე გამოიყენონ

03/04/2020 05:21:54 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელებს მოუწოდებს, სახლიდან გასვლის შემთხვევაში პირბადე ყველამ გამოიყენოს.

ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა.

საკითხზე კომენტირებისას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პირბადე იმ მოქალაქეებმა უნდა გაიკეთონ, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში 1 169 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 244 000-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S