თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
02/04/2020 19:35:20 მსოფლიო
თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მაშტაბით 2 456 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 18 135 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობისთვის:მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ვირუსით 981 000 ადამიანია დაინფიცირებული. ამასთან, 204 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ვირუსით თითქმის 335 000 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. შემდეგ მოდის იტალია, სადაც „კოვიდ-19“-ით 115 242 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.


