Accentnews.ge
FDA: „სადღეისოდ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ადამიანს საკვებით ან საკვების შეფუთვით გადაეცეს“

FDA: „სადღეისოდ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ადამიანს საკვებით ან საკვების შეფუთვით გადაეცეს“

02/04/2020 18:40:38 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA ) განცხადებით, სადღეისოდ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანს საკვებით ან საკვების შეფუთვით გადაეცეს.

„აშშ–ში საკვებით მომარაგება როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის უსაფრთხოა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ საკვები ან საკვების შეფუთვა კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდებოდეს“, – FDA–ს წარომადგენელმა ფრენკ იანასმა.

მისივე თქმით, სასურსათო მაღაზიაში ისევე, როგორც ყველგან მოქალაქეებმა სოციალური დისტანცია და არსებული რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან.

კითხვაზე, არის თუ არა აუცილებელი, რომ მომხმარებელმა სახლში მიტანისას საკვების შეფუთვა გაწმინდოს, ფრენკ იანასმა შემდეგი განაცხადა:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სადღეისოდ საკვების შეფუთვასა და დაავდების გავრცელებას შორის კავშირი არ დადგენილა. პირადად მე საკვების შეფუთვას დეზინფექციას არასოდეს ვუტარებ, მაგრამ თუ ვინმეს ამის გაკეთების განსაკუთრებული სურვილი აქვს, შეუძლია, შეფუთვა გაწმინდოს“.

მისივე თქმით, სასურსათო მაღაზიაში ისევე, როგორც ყველგან მოქალაქეებმა სოციალური დისტანცია და არსებული რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 5 113 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 215 357.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. 134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S