სამი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება
02/04/2020 16:44:16 მსოფლიო
ტაჯიკეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის მიუხედავად, საფეხბურთო სეზონი გაიმართება. აქამდე საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიოს მხოლოდ ორ ქვეყანაში – ბელარუსსა და ნიკარაგუაში ტარდებოდა.
ტაჯიკეთში იმედი აქვთ, რომ ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო მატჩები აღარ იმართება, ინტერესი ხსენებული ტურნირის მიმართ გაიზრდება: სეზონი 4 აპრილს ტაჯიკეთის სუპერთასის მატჩით გაიხსნება.ტაჯიკეთის სუპერთასის მატჩი და ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება.
ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოში 964 603 ადამიანი დააავადა, 49 242 კი იმსხვერპლა. რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები გადაადგილებასა და მოქალაქეების ერთად თავმოყრასთან დაკავშირებით.


