Accentnews.ge
შენჭენში ძაღლებსა და კატებს ვეღარ შეჭამენ

შენჭენში ძაღლებსა და კატებს ვეღარ შეჭამენ

02/04/2020 16:28:28 მსოფლიო

სამხრეთ ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენში, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიური ჰაბია, პირველი მაისიდან ძაღლების და კატების ხორცის ჭამა იკრძალება.

"ძაღლებს და კატებს, როგორც შინაურ ცხოველებს, ადამიანთან მეტად ახლო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე სხვა ცხოველს“,– განიმარტა გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობაში.

ცნობისთვის: ჩინეთის მთავრობაში თებერვლის ბოლოს განაცხადეს, რომ ველური ცხოველების მოხმარებას აკრძალავდნენ.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ვუხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობა, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში 964 603 ადამიანი დააავადა, 49 242 კი იმსხვერპლა. რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S