ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარს კარგავს
02/04/2020 16:14:07 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
პრეზიდენტის ოჯახის შემოსავლის დიდ ნაწილი უძრავ ქონებასთან, დასვენებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ ბიზნესებს მოაქვს. გამოცემის თანახმად, ფინანსური დანაკარგების გარდა პანდემიამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ტრამპის ოჯახის გეგმებს, გაყიდოს ერთ-ერთი სასტუმრო ვაშინგტონში. ოჯახის კუთვნილი რამდენიმე დაწესებულება დროებით უკვე დაიხურა, ხოლო თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
მასალის მიხედვით, პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესის ზუსტი მოგების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრესტიჟული ოფისების გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესაძლოა სასტუმროების ბიზნესდან კლებადი მაჩვენებლები გადაფაროს.
ცნობისთვის: პრეზიდენტთან ან მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები ეკონომიკის სტიმულირების ტრილიონიანი პაკეტიდან ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. იგივე შეზღუდვა ვრცელდება კონგრესმენების, სენატორების ან მათთან დაკავშირებულ კომპანიებზეც.


