
#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის
02/04/2020 14:39:06 ეკონომიკა, რეკლამა
#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის. როგორც თიბისი ბანკიიუწყება, თიბისის და ვენდუს ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მონაწილეობა მიიღოს და თავის საყვარელ ქართულ კომპანიას მხარი დაუჭიროს. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.
დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია.
მათივე ინფორმაციით, პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ“; ჰოსტელი - „შავი პომიდორი“; ღვინის კომპანია - „ჟუჟუნა“; ბარი - „მეობა“; კაფე - „თონე“; „ჩიკატაი“; სამაგიდო თამაშების კლუბი - „წიბახა“ და სხვა.
„თიბისი შენთვის“ პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს მისთვის საყვარელ ქართულ კომპანიას. ჩვენ ყველანი ვდგავართ გლობალური გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ წამოწყებაში, რომ ერთმანეთის თანადგომით ქართულ ბიზნესებს გავუწიოთ დახმარება“ , - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი.
ვენდუს მარკეტინგის დირექტორის იმედა იმედაშვილი იმედოვნებს რომ კომპანიების დასამარებლად ბევრი მსრუველი გაერთიანდება.
„Vendoo აცნობიერებს, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებსაც არსებული სიტუაციის გამო დროებით მოუწიათ მუშაობის შეჩერება. გვინდოდა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. სწორედ ამას ემსახურება პლატფორმის შექმნა. იმედი გვაქვს, ბევრი მსურველი გაერთიანდება საყვარელი კომპანიების დასახმარებლად და ამ გამოწვევის გადალახვას ერთობლივად შევძლებთ“, - აცხადებს ვენდუს მარკეტინგის დირექტორი იმედა იმედაშვილი.
თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ #თიბისიშენთვის მომხმარებლეს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.