ინდოეთში მატარებლების და სტადიონების საკარანტინო ზონებად გადაკეთება დაიწყეს
02/04/2020 11:37:32 მსოფლიო
ინდოეთში მატარებლების და სტადიონების საკარანტინო ზონებად გადაკეთება დაიწყეს. ინდოეთის რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის 20 000 ვაგონი სამედიცინო პუნქტებად გადაკეთდება და დაახლოებით 320 000 პაციენტის მიღებას შეძლებენ.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 2032 დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულია 58 ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.


