BBC – ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ გამოიყენებენ ინექციას, რომლის შემადგენლობაში დათვის ნაღველი და თხის რქა შედის
02/04/2020 10:00:34 მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ ინექციას, რომლის შემადგენლობაში დათვი ნაღვლის და თხის რქა შედის, – იუწყება BBC
მისიცე ცნობით, შესაბამისი ლიცენზია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე გასცა.
დათვის ნაღველს ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში უკვე წლებია, იყენებენ. ის არალეგალურ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. ცხოველთა დამცველები დათვის ნაღველის სამკურნალოდ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან.
BBC –ს ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინექციის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.


