საბერძნეთში, მიგრანტების ბანაკში კარანტინი გამოაცხადეს
02/04/2020 09:22:34 მსოფლიო
საბერძნეთში, მიგრანტების ბანაკში კარანტინი გამოაცხადეს. ბერძნული მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ათენის საიხლოვეს მდებარე ბანაკში 20 მიგრანტს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.
მთავრობამ რისტონას ბანაკში მცხოვრები თავშესაფრის მაძიებელთა ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ფეხმძიმე მიგრანტს ათენის საავადმდყოფოში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინეს.
რისტონას მიგრანტთა ბანაკში 2 500 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება. მთავრობის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობის გამო ბანაკი 14 დღით ჩაიკეტება.


