საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება
02/04/2020 07:43:06 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- თურქეთი: 15 679ინფიცირებული, 277 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 359 ინფიცირებული, 5 გარდაცვლილი
- სომხეთი: 663 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი
- რუსეთი: 2 777 ინფიცირებული, 24 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ვიტარება იტალიაში, სადაც კორონავირუსმა 13 155 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 110 574, გამოჯანმრთელებულია 16 847. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.


