Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

02/04/2020 07:08:26 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში.

ბოლო 24 საათში გერმანიაში დაავდებით 6156 დაინფიცირდა, იტალიაში კი – 4782.

უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსმა გერმანიაში 931 იმსხვერპლა, ინფიცირებულია 77 981, გამოჯანმრთელებულია 18 700.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ვიტარება იტალიაში, სადაც კორონავირუსმა 13 155 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 110 574, გამოჯანმრთელებულია 16 847. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S