Accentnews.ge
"ევროპის წამლის სააგენტო“ ქვეყნებს მოუწოდებს, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ

"ევროპის წამლის სააგენტო“ ქვეყნებს მოუწოდებს, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ

02/04/2020 06:16:43 მსოფლიო

"ევროპის წამლის სააგენტო“ ქვეყნებს მოუწოდებს, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები COVID-19-ის სამკურნალოდ ეკონომიურად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ, რადგან, სააგენტოს განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნული მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნას.

ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საფრანგეთში პრეპარატებზე ჩატარებული ცდები წარმატებული აღმოჩნდა, საჭიროა, რომ "ჰიდროქლოროქინისა" და "ქლოროქინის' „COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენების ეფექტურობა კვლევებით დადასტურდეს.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნული პრეპარატები COVID-19-ის სამკურნალოდ ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე არ მიიღონ.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები COVID-19-ის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურ საშუალებად დაასახელა, აშშ-ში მისი დეფიციტი შეიქმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S