Accentnews.ge
WHO: "რამდენიმე დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი - 50 000-ს მიაღწევს"

WHO: "რამდენიმე დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი - 50 000-ს მიაღწევს"

02/04/2020 05:36:32 მსოფლიო

"რამდენიმე დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი - 50 000-ს მიაღწევს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთებულია ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო:

„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა, განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო".

მისი ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა:

“დაავადებამ თითქმის ყველა ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა".

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ WHO პირბადეების უფრო ფართოდ გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რომელიც აქამდე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებსა და მედიკოსებს უნდა გამოეყენებიათ.

WHO–ს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 921 924 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S