
საბედისწერო ფრენა ყაზბეგში: ტრაგედიის მსხვერპლთა ვინაობა ცნობილია
06/06/2019 17:26:06 სხვა, სამართალი
ყაზბეგში მომხდარ ავიაკატასტროფას 45 წლის მფრინავი ილიკო ბაიდაშვილი ემსხვერპლა. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მათგან ყველაზე უმცროსი ორი წლისაა. როგორც მისი კოლეგები აცხადებენ, ის პროფესიონალი მფრინავი იყო.
დაღუპულთა შორის არის 27 წლის კოტე საცერაძეც, რომელიც გიდად მუშაობდა. ის რუსთავში ცხოვრობდა.
მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა და უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა.
საბედისწერო გაფრენას ასევე ემსხვერპლა თორნიკე ოსიაშვილი. ოსიაშვილისასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი იყო. უცნობია როგორ მოხვდა ის ვერტმფრენის ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა.
ცნობისთვის: უბედური შემთხვევა ყაზბეგში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვერტმფრენი დაახლოებით 50-60 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, როდესაც მან ვარდნა დაიწყო. კატასტროფის დროს ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, ამ ეტაპზ უცნობია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა.