Accentnews.ge
„აშშ–ში ინფიცირებულთა 25%–ზე მეტი უსიმპტომოა, ვვარაუდობ, კორონავირუსი მომავალი 2 წლის განმავლობაში ჩვენთან იქნება“

„აშშ–ში ინფიცირებულთა 25%–ზე მეტი უსიმპტომოა, ვვარაუდობ, კორონავირუსი მომავალი 2 წლის განმავლობაში ჩვენთან იქნება“

01/04/2020 19:08:57 მსოფლიო

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 25%–ზე მეტს დაავადებისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება.

„დადასტურებით შეიძლება, ითქვას, რომ თითქმის ყოველი მეოთხე ინფიცირებული უსიმპტომოა და მათ სიმპტომები დაინფიცირებიდან დაახლოებით, 48 საათის შემდეგ უვლინდებათ. ამ პერიოდში პირი ვირუსის გამავრცელებელია. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ ვრცელდება ქვეყანაში დაავადება ასე სწრაფად“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა NPR–თან საუბრისას.

მისივე თქმით, იგი ეთანხმება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორ ენტონი ფაუჩის მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოსალოდნელია შემოდგომისთვის:

„ჩემი ვარაუდით, მომავალი 24 თვის განმავლობაში ვირუსი ჩვენთან იქნება. იგი არ აპირებს, ჩვენგან წავიდეს. ვიმედოვნებ, სათანადოდ გადავლახავთ ამ პირველ ტალღას და გვექნება გარკვეული დრო, მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის. ვიმედოვნებ, მოხერხდება ვაქცინის შექმნა, რომელიც საბოლოოდ შეცვლის არსებულ ვითარებას".

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაზე რამდენიმე ქვეყანა უკვე მუშაობს, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, მის შექმნას 12–დან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 4 609 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 207 535, გამოჯანმრთელებულია 8 762.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S