Accentnews.ge
“Bloomberg”: „აშშ-ის დაზვერვამ დაადგინა, რომ ჩინეთმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები დამალა“

“Bloomberg”: „აშშ-ის დაზვერვამ დაადგინა, რომ ჩინეთმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები დამალა“

01/04/2020 16:41:32 მსოფლიო

აშშ–ის დაზვერვის სამსახურმა თეთრ სახლს აცნობა, რომ ჩინეთმა ქვეყანაში კოროვირუსული დაავადების გავრცელების მასშტაბები დამალა. აქ იგულისხმება როგორც ინფიცირების, ასევე დაავადებით გარდაცვალების შემთხვევები, – იუწყება “Bloomberg” აშშ–ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

„როგორც წყაროები აცხადებენ, ჩინეთმა მიზანმიმართულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების თაობაზე.

დაავადება პირველად ჩინეთში 2019 წელის ბოლოს გაჩნდა, თუმცა დღემდე ქვეყანა ირწმუნება, რომ კორონავირუსს 3300 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით, 82 000 დაინფიცირდა. კორონავირუსი მოგვიანებით გაჩნდა აშშ–ში და დღემდე დაავადებამ 4000–ზე მეტი ადამიანი შეიწირა და 190 000–მდე დაინფიცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მკაცრი ზომები გაატარა, ჩინეთსა და მის საზღვრებს გარეთ ბევრს მაინც ეპარება ეჭვი ჩინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებში. თუმცა ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს. დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოთქვეს მსგავსი ეჭვები ირანის, რუსეთის, ინდონეზიისა და განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეის მისამართით, რადგან ეს უკანასკნელი დღემდე ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ასეთი ქვეყნების რიგში შესაძლოა, საუდის არაბეთი და ეგვიპტეც მოიაზრებოდეს“, – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S