3 რეკომენდაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან პირბადეების გამოყენების თაობაზე
01/04/2020 15:22:56 მსოფლიო
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით 3 მთავარი რეკომენდაციით მიმართავს:
- არ შეეხოთ სახეს, როცა ნიღაბს ატარებთ.
- არ გამოიყენოთ რესპირატორი N95. გთხოვთ არ შეიძინოთ ამ ტიპის ნიღბები, რათა ისინი მედპერსონალისა და ინფიცირებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
- პირბადის ტარება არ ნიშნავს, რომ თქვენ არ დაიცვათ სოციალური დისტანცირება. მიდგომა „მე ნიღაბს ვატარებ, სახე დაფარული მაქვს და არაფერი დაშავდება გარეთ თუ გავალ“, მცდარია. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ, სადღეისოდ გააკეთოთ, სახლში დარჩენაა.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ახალმა კორონავირუსმა 4 102 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 190 022, გამოჯანმრთელებულია 7 274.


