Accentnews.ge
სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება–იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა

სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება–იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა

01/04/2020 15:06:24 ეკონომიკა

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე გათავისუფლდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული, ხოლო საკითხი ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დარეგულირდა.

როგორც განიმარტა, გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

დეტალები იხილეთ ბმულზე:https://matsne.gov.ge/

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S