Accentnews.ge
COVID-19: თურქეთი – 214 გარდაცვლილი, რუსეთი – 24, აზერბაიჯანი – 5, სომხეთი - 3 1

COVID-19: თურქეთი – 214 გარდაცვლილი, რუსეთი – 24, აზერბაიჯანი – 5, სომხეთი - 3 1

01/04/2020 14:53:19 მსოფლიო

აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების სულ 115 შემთხვევაა აღრიცხული, რაც მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ამასთან, საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

თურქეთში ინფიციებულთა საერთო რაოდენობამ 13531-ს მიაღწია, მარტო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 2704 ახალი შემთხვევა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 214-ს მიაღწია, მათგან 46 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა. რუსეთში, 35 რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 440 ახალი შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 7 პაციენტი. სულ ქვეყნის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 2777 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 24 პაციენტი. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევაა აღრიცხული, მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 359-ს შეადგენს. 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა, 328 კლინიკებში განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს მკურნალობას. სომხეთში ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ერთ-დღე-ღამეში 39-ით მოიმატა და ჯამში 571-ს მიაღწია, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

• მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 43 000-ს აჭარბებს. ქვეყნების მიხედვით დეტალური მონაცემები გამოქვეყნებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პორტალზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S