Accentnews.ge
საქართველოში ონლაინგაყიდვები შეწყდა

საქართველოში ონლაინგაყიდვები შეწყდა

01/04/2020 14:23:05 ეკონომიკა

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა. დისტანციურად გარდა საკვები პროდუქტისა და მზა საჭმელისა, ვერაფერს შეიძენთ. აღნიშნული შეზღუდვა მთავრობის 30 მარტის დადგენილებით ამოქმედდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.

რა პრინციპით შეირჩა მხოლოდ პროდუქტები და ხომ არ იგეგმება ნებართვის მიცემა სხვა კომპანიებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბანკები, ავტოსახელოსნოები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, დაკეტილია. დღეს, 1 აპრილს პრემიერის ახალი დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ამ პირობებში მუშაობას გააგრძელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S