Accentnews.ge
ეკონომიკის სამინისტრო: „ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა“

ეკონომიკის სამინისტრო: „ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა“

06/06/2019 09:25:03 სხვა, სამართალი, ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებბით, ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა.

უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია „ავიატორი +“-სს (აჭარა ჯგუფი)“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S