
„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადება კომუნალურ გადასახადზე
01/04/2020 12:00:32 ეკონომიკა
„სოკარ ჯორჯია გაზი“ აცხადებს, რომ ელოდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას. საუბარია მთავრობის მიერ რიგი აბონენტებისთვის კომინალური გადასახადის გადახდაზე.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.
სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“.