Accentnews.ge
პესკოვი: „კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან კონტაქტის შემდეგ პუტინმა გადაწყვიტა,  დისტანციურად იმუშავოს“

პესკოვი: „კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან კონტაქტის შემდეგ პუტინმა გადაწყვიტა, დისტანციურად იმუშავოს“

01/04/2020 11:50:47 მსოფლიო

„ახალი შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქმიანობას დისტანციურად გააგრძელებს“, – ამის შესახებ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ურჩევნია, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშავოს. იგი დღეს მტავრობის სხდომას ვიდეო–პრეს–კონფერენციის საშუალებით ჩაატარებს. ჩვენ ყველა პრევენციულ ზომას ვახორციელებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ საავადმყოფიში მივიდა, სადაც მას ექიმმა დენის პროცენკომ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა გააცნო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ექიმს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ პუტინმა მას შეხვედრის დროს ხელი ჩამოართვა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსმა 24 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 2777.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S