კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში, ესპანეთსა და გერმანიაში გამოჯანმრთელდა
01/04/2020 11:07:38 მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში, ესპანეთსა და გერმანიაში გამოჯანმრთელდა.
- ჩინეთი – 81 554 ინფიცირებულიდან 76 238 გამოჯანმრთელდა;
- ესპანეთი – 95 923 ინფიცირებულიდან – 8 464 გამოჯანმრთელდა;
- გერმანია – 71 808 ინფიცირებულიდან – 16 100 გამოჯანმრთელდა;
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 42 300 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 859 000–ს გადააჭარბა, 178 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. 115 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.


