გერმანიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ გაიზარდა
01/04/2020 10:45:27 მსოფლიო
გერმანიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბოლო ერთ კვირაში 0,4%–დან 1,1%–ს მიაღწია.
ქვეყანაში დაავადებით ყველაზე მეტი ადამიანი ბოლო 2 დღეში გარდაიცვალა. დღეს კორონავირუსმა 149 ადამიანი იმსხვერპლა, გუშინ – 128.
ამ დროისთვის გერმანია ევროპის სხვა ქვეყნებთან (იტალია – 11,7%; ესპანეთი – 8,7%; დიდი ბრიტანეთი – 7,11% და საფრანგეთი – 6,6 %) შედარებით, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ყველაზე მეტი 5 453 ადამიანი დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 732 პირი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 67 366, გამოჯანმრთელებულია 16 100.


