Accentnews.ge
"გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რათა ბიზნესმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს"

"გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რათა ბიზნესმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს"

01/04/2020 10:17:58 ეკონომიკა

ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოყოფილ 2 მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტით შემუშავებულია ის ზომებიც, რომლებიც ბიზნესს დაეხმარება.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მთავრობა მზადაა მოსახლეობის იმ ნაწილს დაეხმაროს, რომელმაც სამუშაო ადგილები დაკარგა.

„ჩვენს გუნდს აქვს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული ზომები ბიზნესისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასაც და ამ ზომების თანდათან და ეტაპობრივად მიწოდებას, რათა ბიზნესმა ასევე, შეძლოს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, გააგრძელოს ფუნქციონირება ყველა იმ საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად, შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S