Accentnews.ge
თურქეთმა იტალიასა და ესპანეთს სამედიცინო მასალები გაუგზავნა

თურქეთმა იტალიასა და ესპანეთს სამედიცინო მასალები გაუგზავნა

01/04/2020 10:09:52 მსოფლიო

თურქეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად იტალიასა და ესპანეთს სამედიცინო მასალები გაუგზავნა.

სამედიცინო მასალებით დატვირთული თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჯერ იტალიაში ჩაფრინდება, შემდეგ კი – ესპანეთში.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსმა 12 428 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 105 792. ესპანეთში დაავადებით 8 464 პირი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 95 923.

რაც შეეხება თურქეთს, საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 214 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 13 531.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S