Accentnews.ge
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში უკვე 805 მოქალაქე შევამოწმეთ და თერმოსკრინინგის პროცესი კვლავ გრძელდება“

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში უკვე 805 მოქალაქე შევამოწმეთ და თერმოსკრინინგის პროცესი კვლავ გრძელდება“

01/04/2020 07:26:56 რეგიონები, საზოგადოება

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში უკვე 805 მოქალაქე შევამოწმეთ და თერმოსკრინინგის პროცესი კვლავ გრძელდება“, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 2 დადასტურებული შემთხვევაა და 5 კორონავირუსის ეჭვის მქონე პირი იმყოფება:

"7–დან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S