თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა
01/04/2020 06:23:42 მსოფლიო
თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია13 531 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 243.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 42 300 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 859 000–ს გადააჭარბა, 178 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.


