Accentnews.ge
ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი დახმარებას ითხოვს: "ომში არ ვართ, მეზღვაურები არ უნდა მოკვდნენ!“

ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი დახმარებას ითხოვს: "ომში არ ვართ, მეზღვაურები არ უნდა მოკვდნენ!“

31/03/2020 20:56:28 მსოფლიო

ამერიკული ავიამზიდის ბორტზე კორონავირუსის გავრცელების გამო, ხომალდის კაპიტანი დახმარებას ითხოვს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ავიამზიდ „თეოდორ რუზველტის“ ბორტზე ეკიპაჟის 4000 წევრი იმყოფება. ხომალდი გუამის სანაპიროებთანაა გაჩერებული.

„ჩვენ არ ვართ ომში. მეზღვაურები არ უნდა მოკვდნენ“, – წერს კაპიტანი ბრეტ კროზიერი.

არსებული ცნობით, ავიამზიდზე ინფიცირებულია დაახლოებით 100 ადამიანი, რის გამოც კაპიტანმა ეკიპაჟის ყველა წევრის კარანტინში გადაყვანას ითხოვს.

„ამერიკული ბირთვული ავიამზიდიდან მთელი პერსონალის ორკვირიან კარანტინში გადაყვანა არაორდინალური ზომაა, თუმცა ეს აუცილებელია“, – წერს კაპიტანი.

აშშ-ის ფლოტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „თეოდორ რუზველტის“ ეკიპაჟს წევრთა უსაფრთხოების უზურველსაყოფად შესაბამისი ზომები უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S