Accentnews.ge
ენდრიუ კუომო: "ვირუსი სათანადოდ ვერ შევაფასეთ"

ენდრიუ კუომო: "ვირუსი სათანადოდ ვერ შევაფასეთ"

31/03/2020 20:27:58 მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო დამატებით სამედიცინო აღჭურვილობას და კორონავირუსთან საბრძოლველად ეროვნულ სტრატეგიას ითხოვს.

„ეს ვირუსი სათანადოდ ვერ შევაფასეთ: ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მოველოდით“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ენდრიუ კუომომ ხელისუფლებას ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შექმნისკენაც მოუწოდა, რათა შტატებმა ერთად იბრძოლონ კრიზისის შესასუსტებლად.

„დაგვეხმარეთ აქ, ნიუ-იორკში, მიიღეთ გამოცდილება, ინვენტარი, ცოდნა და შემდეგ ყველა ერთად დავეხმაროთ სხვა ადგილს. ეს იქნება ჭკვიანური ეროვნული მიდგომა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ნიუ-იორკის შტატი აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრად იქცა. 75 795 ინფიცირებულით შტატი პირველ ადგილზეა აშშ-ში. შტატში ამ დროისთვის 1 550 პაციენტია გარდაცვლილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S